ივანიშვილის მომავალი კოალიციის მესამე იპოსტასი: ოცნება, გახარია, რაინდი. პირველივე გამოკითხვისას დავრწმუნდებით ამ პოლიტიკური ძალის სრულ უპერსპექტივობაში,- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას.გოცირიძის აზრით, ლევან ვასაძე ამ გადაწყვეტილებით "სინამდვილეში, რუსეთის იმედების გამაცრუებელი მარშისა და "პატრიოტთა ალიანსის" მინდორში დაიწყებს ძოვას"."რუსეთმა ბოლო კოზირიც გამოაგორა-თეოდემოკრატიული იდეებით აღჭურვილი, "პატრიოტულ"-რელიგიურ საბურველში გახვეული ანტიდასავლური ახალი პოლიტიკური ძალა. სინამდვილეში, რუსეთის იმედების გამაცრუებელი მარშისა და "პატრიოტთა ალიანსის" მინდორში დაიწყებს ძოვას.ივანიშვილის მომავალი კოალიციის მესამე იპოსტასი: ოცნება, გახარია, რაინდი. პირველივე გამოკითხვისას დავრწმუნდებით ამ პოლიტიკური ძალის სრულ უპერსპექტივობაში. რეიტინგი ექნება 0,666, ამავე ფლანგზე მოთამაშე სულიერად მსგავსი პარტიების რეიტინგის შემცირების ხარჯზე",- აცხადებს გოცირიძე.ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა - "ერთობა, რაობა, იმედი". ვასაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება."ინტერპრესნიუსი"