"ივანიშვილის მომავალი კოალიციის მესამე იპოსტასი - „ოცნება“, გახარია, რაინდი" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის მომავალი კოალიციის მესამე იპოსტასი - „ოცნება“, გახარია, რაინდი"

ივანიშვილის მომავალი კოალიციის მესამე იპოსტასი: ოცნება, გახარია, რაინდი. პირველივე გამოკითხვისას დავრწმუნდებით ამ პოლიტიკური ძალის სრულ უპერსპექტივობაში,- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას.

გოცირიძის აზრით, ლევან ვასაძე ამ გადაწყვეტილებით "სინამდვილეში, რუსეთის იმედების გამაცრუებელი მარშისა და "პატრიოტთა ალიანსის" მინდორში დაიწყებს ძოვას".

"რუსეთმა ბოლო კოზირიც გამოაგორა-თეოდემოკრატიული იდეებით აღჭურვილი, "პატრიოტულ"-რელიგიურ საბურველში გახვეული ანტიდასავლური ახალი პოლიტიკური ძალა. სინამდვილეში, რუსეთის იმედების გამაცრუებელი მარშისა და "პატრიოტთა ალიანსის" მინდორში დაიწყებს ძოვას.

ივანიშვილის მომავალი კოალიციის მესამე იპოსტასი: ოცნება, გახარია, რაინდი. პირველივე გამოკითხვისას დავრწმუნდებით ამ პოლიტიკური ძალის სრულ უპერსპექტივობაში. რეიტინგი ექნება 0,666, ამავე ფლანგზე მოთამაშე სულიერად მსგავსი პარტიების რეიტინგის შემცირების ხარჯზე",- აცხადებს გოცირიძე.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის. როგორც ვასაძემ განმარტა, ის აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა - "ერთობა, რაობა, იმედი". ვასაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

"ინტერპრესნიუსი"