"სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე მართული თოჯინა რომ იქნებოდა, მგონი, ამის ილუზია “ოცნებაში“ ნამდვილად არ ჰქონდათ - მან საკუთარი აზრის დაფიქსირება დაიწყო" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე მართული თოჯინა რომ იქნებოდა, მგონი, ამის ილუზია “ოცნებაში“ ნამდვილად არ ჰქონდათ - მან საკუთარი აზრის დაფიქსირება დაიწყო"

სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე მართული თოჯინა რომ იქნებოდა, მგონი ამის ილუზია"ქართულ ოცნებაში" ნამდვილად არ ჰქონდათ,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, "ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე თუნდაც ვეტოს დადებით, დიდი არაფერი იცვლება.

"სალომე ზურაბიშვილს უბრალოდ თავისი აზრი გააჩნია, არ შეიძლება თავისი აზრი რომ გააჩნდეს?! სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე მართული თოჯინა რომ იქნებოდა, მგონი ამის ილუზია"ქართულ ოცნებაში" ნამდვილად არ ჰქონდათ. სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი აზრის დაფიქსირება დაიწყო, რაღაცებში აღარ ეთანხმება "ოცნებას". სალომე ზურაბიშვილი საბოლოო ჯამში, ქართულ პოლიტიკაში ბევრს არაფერს წყვეტს, თუნდაც, ვეტოს დადებით. დაადო ვეტო, რამე იცვლება? გარედან ისევ ისტერიკას მოუწყობენ დეპუტატები. გააჩნია ამ ქალბატონს საკუთარი აზრი. თავიდანაც არ მქონდა მოლოდინი, რომ "ოცნების" ჭკუაზე ივლიდა იმიტომ, რომ ამ ადამიანს საკმაოდ დამოუკიდებელი და რთული ხასიათი აქვს", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.