"გიორგი მარგველაშვილმაც ვეტოებით დაიწყო და ვნახეთ, სადამდეც მივიდა" - კვირის პალიტრა

"გიორგი მარგველაშვილმაც ვეტოებით დაიწყო და ვნახეთ, სადამდეც მივიდა"

პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისთანავე გამოჩნდა, რომ მას "ქართული ოცნების" პოლიტიკისგან განხვავებული მიდგომები აქვს - ის დაადგება გზას, როცა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის იმიჯს მოირგებს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

"პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებების რევიზია დაიწყო. რევიზია დაიწყო იმით, რომ პოლიტიკოსები დაიბარა და ჰკითხა, რანდენად სწორად მიაჩნიათ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილ ცვლილბებზე აშშ-ს საელჩოს განცხადების შემდეგ და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, "ქართულ ოცნებას" უკან დახევა და მიღებული ცვლილებების გადახედვა მოუწევს.

იოსელიანმა აქვე აღნიშნა ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის წინამორბედმა "გიორგი მარგველაშვილმაც ვეტოებით დაიწყო და ვნახეთ, სადამდეც მივიდა".