პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით მივიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთავრობის მეთაური.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და "ქართული ოცნების" ლიდერებთან მამუკა მდინარაძესთან და მიხეილ სარჯველაძესთან. შეხვედრის თემა სავარაუდოდ, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტი იყო.