"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუტე გამოავლინა!" - რას წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში?
"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუტე გამოავლინა!" - რას წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში?
სამწუხაროდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სისუტე გამოავლინა!, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ვაშაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელის თანახმადაც, პრეზიდენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა" კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა.

როგორც ვაშაძე წერს, "მას შეეშინდა ვეტოს უფლების გამოყენების!"

"მომავალ კვირაში დარეგისტრიდება ჩვენი კანონი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების გაუქმებაზე!

ქართულ ოცნებას მოუწევს პასუხის გაცემა საჯარო დებატებში ანტიდემოკრატიული კანონის მიღებაზე!", - წერს ვაშძე "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, საქართველოს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა" კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოისმინა ყველა მხარის არგუმენტი. პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურა "ნაკლებად იძლეოდა ყველასთვის არგუმენტების წარდგენის ერთნაირ შესაძლებლობას".თუმცა, პრეზიდენტის
განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.

"ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები