"ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობა" სულ ჩხარტიშვილს მაძახებს" - კვირის პალიტრა

"ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობა" სულ ჩხარტიშვილს მაძახებს"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციას საყვედურობს და ამბობს, რომ "ბევრი მათგანი მასთან ჩაჭრილია".

ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ "ამორალურია, როდესაც "ნაცმოძრაობა" მუდმივად ჩხარტიშვილის სიძეობას ახსენებს".

"ოპოზიციურ ერთობაზე მე მელაპარაკებიან. ქალბატონი როდესაც ხატია დეკანოიძე დამიყენეს კონკურენტად არჩევნებში, ეს გააკეთეს ერთადერთი მიზნისთვის, რომ მე ისანში შედეგი არ დამედო. მე ყველა საკითხი, სადაც პირობას ვდებ, იმ პირობას ვასრულებ და იგივეს მოვითხოვ სხვებისგან. ეს ხალხი, რომ გამოდიან და საუბრობენ, ხმას ვერ მცემენ, იმდენად ჩაჭრილები არიან ჩემთან.

მათი მხრიდან ყველაზე ამორალური მათი მხრიდან ის არის, რომ როგორც კი რამე არ მოეწონებათ ჩემი პოზიცია, მყისიერად გამოდიან და ამბობენ "ჩხარტიშვილი, ჩხარტიშვილი". ცოლი ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობა" სულ ამას აძახებს. არ ვაპირებ ოჯახის დანგრევას, გაიგოს ამ ხალხმა.

სამი შვილი მყავს. ტრადიციებს პატივს ვცემ და ოჯახს პატივს ვცემ. რა დონის ამორალურია უკვე ეს ყველაფერი მათი მხრიდან? ერთ დღეს ჩხარტ5იშვილის სიძე ვარ, მეორე დღეს ჩემთან ერთად ბრძოლაში არიან" – აბობს გიორგი ვაშაძე.

იხილეთ ვიდეო