"ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას" - ძმები არველაძეების პასუხი თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატობაზე - კვირის პალიტრა

"ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას" - ძმები არველაძეების პასუხი თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატობაზე

ძმები არველაძეების გამოჩენამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, საზოგადოების გარვეულ ნაწილში გააჩინა მოლოდინი, მერობის კანდიდატ ხომ არ დასახელდება აჩი, ან შოთი არველაძე.

როგორც აღმოჩნდა მედიის ინტერესის დასკმაყოფილებლად არველაძეებმა იუმორი მოიშველიეს.

აჩიმ "რუსთავი 2"- ი კითხვას, მიიღო თუ არა შეთავაზება დედაქალაქის მერობასთან დაკავშირებით, იუმორით უპასუხა:

"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ".

აღნიშნულ საკითხზე საკუთარი აზრი დააფიქსირა შოთი არველაძემაც.

"სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს.

მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება.

P.S. იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ", - წერს შოთი არველაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

წყარო