"პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო" - რა განაცხადა საპატიმროდან გამოსულმა ნიკა მელიამ? - კვირის პალიტრა

"პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო" - რა განაცხადა საპატიმროდან გამოსულმა ნიკა მელიამ?

პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, წვრილმანებშიც კი ჩანს ხელისუფლებვის ბუნება.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა. არ ვიცი, ემელენტარული საკითხი იყო. იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყენაში მოსხლეობაში აწუხებს, ეს რა მოსატანია, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. არ მიიღოს ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ. ბუნება ჩანს ამ ხელისუფლების წვრილმან დეტალშიც კი, რასაც ამხელა გაუგებრობა მოჰყვა", - განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"