"თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ - მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე" - კვირის პალიტრა

"თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ - მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე"

თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ - მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ, თბილისის მერის არჩევნებში მობაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ის ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მოგვიანებით გასცემს.

"სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, მართლები ვიქნებით და გავიმარჯვებთ. სიმართლე გითხრათ, თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ - მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე", - განაცხადა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

ცნობისთვის, სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

"ინტერპრესნიუსი"