შევა თუ არა ნიკა მელია პარლამენტში - რას აცხადებს პოლიტიკოსი?
10-05-2021
შევა თუ არა ნიკა მელია პარლამენტში - რას აცხადებს პოლიტიკოსი?
პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთნ დაკავშირებით, ხვალიდან ძალიან მჭიდრო კონსულტაციები გაიმართება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში განსხვავებული პოზიციები აქვთ.

„პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას არაერთი დღე დასჭრიდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დანამდვილებით ვიცი, რომ პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ პარტიასთან
ვაპირებ ამ საკითხების გავლას, ამის გარდა, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო, ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით, მგონია, რომ გა
დაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები მელიას გამოსვლას ტაშით შეხვდნენ.

ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?