"რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - ესტაფეტა გადაცემულია, ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე"
"რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - ესტაფეტა გადაცემულია, ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე"
საქალაქო სასამართლოში, თბილისის აეროპორტში 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერის, ბრალდებულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.

"პროცესი ჩაინიშნა, სასამართლოდან თანაშემწე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ სხდომა 13 მაისს ჩატარდება. ინციდენტიდან დაახლოებით, ორი წელია გასული, შეიძლება მეტიც, არსებითი განხილვა აქამდე არ დაწყებულა", - განაცხადა გელხაურმა.

პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა თავად უგულავამაც და აღნიშნა, რომ "ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება".

"რა დილა თენდება.
13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე. მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე", - წერს უგულავა.

ცნობისთის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს
მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები