"მე ვეწინააღმდეგები პარლამენტში შესვლას, ჩემი დამოკიდებულება არის კრიტიკული" - კვირის პალიტრა

"მე ვეწინააღმდეგები პარლამენტში შესვლას, ჩემი დამოკიდებულება არის კრიტიკული"

მე ვეწინააღმდეგები პარლამენტში შესვლას, ჩემი დამოკიდებულება არის კრიტიკული და ნეგატიური, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან", მათ შორის, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი მიღებული იქნება ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის შემდეგ.

"ნიკა მელიას დამოკიდებულებაა და ეს არის ჩვენი პოზიციაც, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული მას შემდეგ, რაც ის შეხვდება და კონსულტაციებს გამართავს პარტიის წევრებთან, პარტიის ლიდერებთან, პოლიტსაბჭოსთან, მხარდამჭერებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც არ შესულან პარლამენტში და იმ პარტიებთან, რომლებიც შევიდნენ. ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. სიმართლეს გეტყვით და არ დაგიმალავთ, რომ გუშინაც იმაზე იყო საუბარი, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არის განსხვავებული პოზიციები ამასთან მიმართებაში. ჩემი დამოკიდებულება პარლამენტში შესვლასთან, ხელმოწერასთან დაკავშირებით არის კრიტიკული. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ. მე ვეწინააღმდეგები პარლამენტში შესვლას, ჩემი დამოკიდებულება არის კრიტიკული და ნეგატიური. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" დაპირება ჩვენი ამომრჩვლის მიმართ იყო ის, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ისე, რომ არ მოვახდინოთ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. მთავარი იარაღი, ამ შემთხვევაში იყო ბოიკოტი. ჯერჯერობით ის საკითხები შესრულებული არ არის,რაზეც "ნაციონალური მოძრაობა" ვსაუბრობდით, ამიტომ, ნდობა არ უნდა დავარღვიოთ ჩვენს ამომრჩეველთან", - აცხადებს მინაშვილი.