"ეჭვიანობა, ბოღმა, შიში, სახიფათო ხდება სახელმწიფოსთვის" - რას წერს გია ხუხაშვილი
"ეჭვიანობა, ბოღმა, შიში, სახიფათო ხდება სახელმწიფოსთვის" - რას წერს გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებას ეხმაურება და თვლის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის სათადარიგო კარიდან გამოშვება "ბოღმითა და ეჭვიანობითაა მოტივირებული":

"მელიას სათადარიგო კარიდან გამოშვებაში მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ციხის ადმინისტრაცია წვრილმანებშიც კი პოლიტიკური დირექტივებით მოქმედებს, არამედ ის, რომ ასეთი დირექტივა მოტივირებულია მხოლოდ ბოღმით და ეჭვიანობით, ინტელექტის სრული გათიშვის პირობებში.

სრულიად ცხადია, რომ ამ დროს შედეგი იმის საწინააღმდეგოა, რაც გსურს.

ხელისუფლება, რომელიც ისეთი ირაციონალური მოტივებით ხელმძღვანელობს გადაწყვეტილებებში, როგორიცაა
- ეჭვიანობა, ბოღმა, შიში, სახიფათო ხდება სახელმწიფოსთვის", - წერს გია ხუხაშვილი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები