"გიორგი გახარია პოსტიდან წასვლით პასუხისმგებლობას გაექცა"
"გიორგი გახარია პოსტიდან წასვლით პასუხისმგებლობას გაექცა"
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია პოსტიდან წასვლით პასუხისმგებლობას გაექცა. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

"არ ვიცი, ბატონი გახარია სწორად როგორ მოიქცა?! პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას, სწორად როგორ იქცევა", - აცხადებს მელია.

კითხვაზე, გაექცა თუ არა გახარია პასუხისმგებლობას თანამდებობის დატოვებით, მელია პასუხობს რომ "რა თქმა უნდა".

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნდა ნიკა მელიას
დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები