"ქუჩა არ გამორიცხავს საპარლამენტო მუშაობას და საპარლამენტო მუშაობა არ გამორიცხავს ქუჩას"
"ქუჩა არ გამორიცხავს საპარლამენტო მუშაობას და საპარლამენტო მუშაობა არ გამორიცხავს ქუჩას"
მე ვფიქრობ, რომ ქუჩა არ გამორიცხავს საპარლამენტო მუშაობას და საპარლამენტო მუშაობა არ გამორიცხავს ქუჩას. ყველა პლატფორმა აუცილებლად გამოსაყენებელია ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტიისთვის, რომელიც აუცილებლად იქნება გამარჯვების ავანგარდში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას პარტიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" სხვადასხვა პოზიცია განიხილება სამოქმედო გეგმაზე, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით და პარლამენტის შესვლის საკითხზე.

"მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ
მოძრაობაში" დისკუსიის შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა რეჟიმთან მიმართებაში, მათ შორის საპარლამენტო პლატფორმა. მე ვფიქრობ, რომ ქუჩა არ გამორიცხავს საპარლამენტო მუშაობას და საპარლამენტო მუშაობა არ გამორიცხავს ქუჩას. ყველა პლატფორმა აუცილებლად გამოსაყენებელია მთავარი და ყველაზე მძლავრი ოპოზიციური
პარტიისთვის, რომელიც აუცილებლად იქნება გამარჯვების ავანგარდში და რომლის გარეშეც, ჩემი აზრით, ოპოზიცია იქნება ძალიან არასრულფასოვნად წარმოდგენილი პარლამენტში.

კონკრეტული მოწოდებები გაკეთდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მათ შორის სენატის მხრიდან იყო მკაფიო განცხადებებები, ასევე ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის განცხადებაში ნახსენები იყო იმედი იმისა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია შეძლებს, რომ გახდეს ამ შეთანხმების ნაწილი. რა თქმა უნდა, პარტნიორების აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიაში იყოს შეჯერებული აზრები", - აცხადებს ბოკუჩავა.

რაც შეეხება ამნისტიის ორ კანონპროექტს, ბოკუჩავა ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერს ამნისტიის იმ კანონპროექტს, "სადაც მოძალადეები და პოლიტპატიმარი ნიკა მელია ერთ განზომილებაში იქნებიან განხილული, რა ფორმულირებითაც არ უნდა ვიხილოთ საბოლოოდ აღნიშნული კანონპროექტი".

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმად, შეიქმნება მესამე ძალა ყველა მინუს "ნაციონალური მოძრაობა".

"ძალიან ბევრჯერ გვინახავს მცდელობა ე.წ. მესამე ძალის შექმნის თაობაზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებზე და ვიხილეთ, რაოდენ წარუმატებლად დასრულდა ამგვარი მცდელობები. ამიტომ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივის შექმნის ნაცვლად ჯობია, რომ ამ ადამიანებმა მეტი ძალისხმევა ჩადონ იმაზე ფიქრში, როგორ უნდა გაძლიერდეს ოპოზიცია ერთობლივად და მაქსიმალური კორდინაციით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი", - აცხადებს ბოკუჩავა.
ალექს
11 მაისი 2021 17:23
მესამე ძალა ის იქნება, ვინც ხალხს ეტყვის, რომ ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად კომკავშირია და კომპარტიის დესანტია ამ საუკუნეში გადმოსმული და ისინი ძარცვავენ ქვეყანას და რიგით მოქალაქეებს , სულ არიან ღიად მოქმედი 500 სული , და ერთი 10 კულისებშია , ცეკას მდივნები, პარტორგები და ხაზინადარები ! რომ ამათ მოსაშორებლად საჭიროა გაერთიანებული საარჩევნო პანღური , არც ფული, არც რევოლუცია, მშვიდად , ერთად , ურნასთან დინჯად მისვლა მასიურად და დიდი არას ჩაგდება ! ჩვენ უთამაროდ, უდავითოდ , უსააკაძეოდ და ერეკლეს გარეშე ვიარეთ, ილია და ვაჟა დავკარგეთ და ამათ გარეშე როგორ ვერ უნდა გავძლოთ ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები