რას ფიქრობენ არჩილ და შოთა არველაძეები პოლიტიკაში მოსვლაზე - კვირის პალიტრა

რას ფიქრობენ არჩილ და შოთა არველაძეები პოლიტიკაში მოსვლაზე

ფეხბურთელები არჩილ და შოთა არველაძეები პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, იმ საქმიანობას გააგრძელებენ, რომელსაც დღეს ემსახურებიან.

"მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არ ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმები აპირებენ. არ მაინტერესებს, ჩემი საქმე მაქვს. ჩვეულებრივად, როგორც ადამიანს უხარია თავისი ქვეყნის კარგი და სწყინს თავისი ქვეყნის ცუდი, ასეთივე აქტიური ვიქნები, სხვანაირად ჩემს თავს ვერ ვხედავ და არ მაინტერსებს. ჩემს თავს სადაც ვხედავ, იქ ვარ", - განაცხადა შოთა არველაძემ.

ამასთან, არჩილ არველაძემ პოლიტიკაში მათი შესაძლო მოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.