მედიის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოსთან ე.წ. დელიმიტაციის და დემარკაციის კომისია შექმნა - კვირის პალიტრა

მედიის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოსთან ე.წ. დელიმიტაციის და დემარკაციის კომისია შექმნა

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, საქართველოსთან ე.წ. დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ "სპუტნიკი" იუწყება.

შესაბამის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისია შექმნილია „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ორგანოების შეთანხმებული ურთიერთქმედების მიზნით“.

ბრძანებით ასევე დამტკიცებულია კომისიის შემადგენლობა, რომელშიც შედიან „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის და ე.წ. პარლამენტის წარმომადგენლები.

ე.წ. კომისიის თავმჯდომარედ „პარლამენტის“ წევრი გარი მულდაროვი დასახელდა.

ამავე ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ დე ფაქტო პრეზიდენტს ერთი თვის ვადაში „სახელმწიფო კომისიის“ დებულება დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს.

"ინტერპრესნიუსი"