სომხეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო - კვირის პალიტრა

სომხეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.