"ქართული ოცნებისთვის" ახლა საოცნებოა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიცური პარტია პარლამენტში არ შევიდეს" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნებისთვის" ახლა საოცნებოა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიცური პარტია პარლამენტში არ შევიდეს"

ბიძინა ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნებისთვის“ ახლა საოცნებოა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიცური პარტია პარლამენტში არ შევიდეს - დარწმუნებული ვარ, ჩვენი გადაწყვეტილება იქნება რაციონალური და ერთობლივი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, თუ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ შევა, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდება.

"უნდა ავირჩით ყველაზე უფრო ოპტიმალური და რაციონალური გზა პარტიისთვის. თუ პარლამენტში არ შევალთ, გაგვიძნელდება საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება. ჩვენ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება. იმიტომ, რომ პოლიტიკურ დევნაზე გავამახვილოთ ყურადღება, ვიმუშავოთ სანქციებზე და ვესაუბროთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენსა და იმ ოპოზიციას შორის, ვინც პარლამენტშია, იქნება მუდმივი გაუგებრობა და კრიტიკა იმიტომ, რომ არ მოხერხდება არცერთ საკითხზე კოორდინაცია და ეს ბუნებრივი იქნება. ეს ყველაფერი გამოიწვევეს ისრების ერთმანეთისკენ გადატანას და „ქართული ოცნება“ დარჩება განყენებული, როგორც არის ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რადგან ძირითადი გარჩევა ჩვენს შორისაა და ყველას დაავიწყდა, რას აკეთებს „ქართული ოცნება“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმითვე, პარტიაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობაა და მისი თანაგუნდელების ნაწილი ფიქრობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებსაც ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ.

„პარტიაში არიან ადამიანები, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს და არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ჩემსავით ფიქრობენ. ასევე ის ადამიანებიც, ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ბოიკოტი უნდა გამოვაცხადოთ. ეს, ჩემი წარმოდგენით, არის ნებისმიერი პარტნიორისთვის ძალიან მძიმე. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მოცემულობის წინ დავდექით. ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ ახლა საოცნებოა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიცური პარტია პარლამენტში არ შევიდეს. ამიტომ, ნაკლებად მაინტერესებს, ვინ რას იტყვის. ჩემთვის, მაგალითად, ელისაშვილი არაა ის ფაქტორი და ის პოლიტიკური მოთამაშე, რომ მასზე ყურადღება გავამახვილო. ვინც რამეს იტყვის, საკადრის პასუხს მიიღებს, რა თქმა უნდა, პარლამენტში. მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იქნება რაციონალური, ერთობლივი და დისკუსიაგამოვლილი ჩვენს ამომრჩეველთან“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ინტერპრესნიუსი"