"მე მაქვს ჩემი პრინციპები. ცეცხლს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვწყვეტ ხოლმე....ოლიგარქის გაშვების დროს ყველასთან შევწყვეტ ცეცხლს" - კვირის პალიტრა

"მე მაქვს ჩემი პრინციპები. ცეცხლს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვწყვეტ ხოლმე....ოლიგარქის გაშვების დროს ყველასთან შევწყვეტ ცეცხლს"

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, გამორიცხულია, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ამნისტიას ხელი მოაწერონ.

ამის შესახებ ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ცეცხლს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეწყვეტს - "თუ ოლიგარქის გაშვებაზე იქნება საქმე“.

"რაც არ უნდა ვინმემ მირჩიოს, მე მაქვს ჩემი პრინციპები. ცეცხლს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვწყვეტ ხოლმე, როცა პრინციპებზე მდგომ ადამიანებს ვხედავ. გამორიცხულია, ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ შესვლის შემთხვევაში იმ ამნისტიის დოკუმენტს ვინმე ხელს მოაწერს? მე შიშები არავის მიმართ მაქვს, მაქვს პატივისცემა. დიდი მადლობა ბატონ დანიელსონს, მაგრამ მაპატიეთ, არავინ "ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ამნისტიაზე ხელს არ მოაწერს. არავინ აპირებს ხელის მოწერას. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომც შევიდნენ, ის პარტიები ვინც ახლა გარეთ ვართ, ხელის მოწერას არ ვაპირებთ. ამნისტიით ნიკა მელია არ გამოსულა. მთელი ხიბლი ამ ისტორიისა ის არის, რომ ნიკა გამოიყვანეს ევროკავშირის გირაოთი, როგორც პოლიტპატიმარი. ბრალი განულდა უკვე. როცა პოლიტპატიმრად გთვლიან, შენი ბრალი არ არსებობს, მორჩა, განულებულია! ევროკავშირმა გარეთ პოლიტპატიმარი გამოიყვანა და არა დამნაშავე. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მთელი პასუხისმგებლობა იმ დოკუმენტზე ხელმომწერებზეა. ცეცხლს მე მხოლოდ მაშინ ვწყვეტ ხოლმე, როცა ოლიგარქის გაშვებაზეა საუბარი. ოლიგარქის გაშვების დროს, მე ყველასთან შევწყვეტ ცეცხლს“, -განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

"ინტერპრესნიუსი"