"ლელო" სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად ახალ ფრაქციას ქმნის - კვირის პალიტრა

"ლელო" სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად ახალ ფრაქციას ქმნის

საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას, სახელწოდებით "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

გარდა "ლელოს" წევრებისა, ფრაქციაში იქნებიან დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება.