"მიშასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს... სააკაშვილსა და მელიას შორის ვერავინ შეძლებს ურთიერთობის გაფუჭებას" - მიდის თუ არა "ნაცმოძრაობიდან" გიორგი ჩალაძე? - კვირის პალიტრა

"მიშასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს... სააკაშვილსა და მელიას შორის ვერავინ შეძლებს ურთიერთობის გაფუჭებას" - მიდის თუ არა "ნაცმოძრაობიდან" გიორგი ჩალაძე?

გავრცელებული ინფორმაციით, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, როგორც ნიკა მელიას განახლებული გუნდის წევრი, გამოჩნდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" რიგებში, პარტიიდან მიდის. ერთ-ერთი ვერსიით, მისი წასვლის მიზეზი, შეიძლება გამხდარიყო ნიკა მელიას უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩალაძე ზედემეტად აქტიურობდა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობისას და ცდილობდა მასთან პირად კონტაქტზე ყოფნას.

"ჩალაძე ნიკა მელიას გვერდის ავლით ეკონტაქტებოდა მიხეილ სააკაშვილს, ხოლო ეს უკანასკნელი მას აგულიანებდა, - ვაქცინას მე ვიშოვი და შენ შეიტანე საქართველოშიო", - ამბობს წყარო. რომლის თქმითაც, მელია ამის გამო ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას იყო გაბრაზებული, თუმცა, წყაროს თქმითვე, არც ის იყო გამორიცხული, რომ ჩალაძესთვის მელიას ერთი შანსი კიდევ მიეცა.

ამბის გადამოწმება "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრთან ვცადეთ... გააგრძელეთ კითხვა