"როდემდე უნდა ვიცხოვროთ იმ სირცხვილში, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა 22 ლარი ღირდეს? ვეტერანების დახმარება იცით, რომ არის 3 კოლოფი "პაპიროსის" ექვივალენტი თანხა?" - კვირის პალიტრა

"როდემდე უნდა ვიცხოვროთ იმ სირცხვილში, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა 22 ლარი ღირდეს? ვეტერანების დახმარება იცით, რომ არის 3 კოლოფი "პაპიროსის" ექვივალენტი თანხა?"

როდემდე უნდა ვიცხოვროთ იმ სირცხვილში, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა 22 ლარი ღირდეს? ვეტერანების დახმარება იცით, რომ არის 3 კოლოფი "პაპიროსის" ექვივალენტი თანხა? - ამ შეკითხვით მიმართა პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს.

ელისაშვილი დაინტერესდა, რას აკეთებს ან გააკეთებს თავდაცვის სამინისტრო ვეტერანების დასახმარებლად.

გარდა ამისა, ელისაშვილი დაინტერესდა, როდიდან იქნება საქართველოში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები.

"ყარაბაღის მოვლენებმა გვაჩვენა, როგორ შეიცვალა ბრძოლა და როგორ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული გახდა. ამ ფონზე, ვერაფრით ვხვდები, რითია დაკავებული ჩვენი სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი "დელტა". ყოველ ჯერზე, 26 მაისს გამოიყვანენ რაღაც პლასტმასის ბუტაფორიას და ყოველთვის არის დათქმა, რომ ახლა დაიწყება წარმოება. ოკუპირებული ქვეყანა ვართ, 20%-ზე შემობიჯებულია რუსეთის შეიარაღებული ძალები, მტრული სახელმწიფო, პლასტმასის ბუტაფორიებს როდემდე ვუყუროთ ან რეალურად, როდის დავინახავთ საქართველოში წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატებს",-განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"