"შეთანხმების სრულფასოვნად შესრულების საფრთხეები უნდა ავიცილოთ თავიდან, შეთანხმებამდე მისვლა რთული იყო, მისი შესრულებაც არ იქნება მარტივი" - კვირის პალიტრა

"შეთანხმების სრულფასოვნად შესრულების საფრთხეები უნდა ავიცილოთ თავიდან, შეთანხმებამდე მისვლა რთული იყო, მისი შესრულებაც არ იქნება მარტივი"

ჩვენ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულების საფრთხეები უნდა ავიცილოთ თავიდან. შეთანხმებამდე მისვლა იყო ძალიან რთული, მისი შესრულებაც არ იქნება მარტივი და ქვეყნის სასიკეთოდ ეს რთული გზა უნდა გავიაროთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის ძირითადი საკითხი შარლ მიშელის დოკუმენტი იქნება.

"ჩვენ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართეთ ახალი ფრაქციის დარეგისტრირების თაობაზე. ამის შემდგომ მან გამოთქვა სურვილი ჩვენთან შეხვედრის. საუბარი ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში, მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების დროულ და ხარისხიან შესრულებას შეეხება. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ თემებზე სამუშაო ჯგუფის რეჟიმში გადასვლაზეც ვისაუბრებთ. ჩვენ გვექნება მზაობა, რაც შეიძლება სწრაფად და ხარიახიანად შეთანხმების სულისკვეთებით მივიღოთ გადაწყვეტილებები. ცხადია, პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობა ამ პროცესში არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. გასათვალისწინებელია, ისიც რომ სპიკერი ამ მოლაპარაკებებში პერსონალურად ჩართული არ იყო, ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ ის სრულად იყოს ინფორმირებული ყველაფერზე, რაც იმ შეთანხმების დროს ხდებოდა. ეს იქნება ძირითადი თემა. ჩვენ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულების საფრთხეები უნდა ავიცილოთ თავიდან. შეთანხმებამდე მისვლა იყო ძალიან რთული, მისი შესრულებაც არ იქნება მარტივი და ქვეყნის სასიკეთოდ ეს რთული გზა უნდა გავიაროთ",- განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრებს ხვდება. როგორც კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება.