"არჩევნების გაყალბების მეორე დღიდან "ნაციონალურ მოძრაობას" მკაფიო და პრინციპული პოზიცია ჰქონდა"
"არჩევნების გაყალბების მეორე დღიდან "ნაციონალურ მოძრაობას" მკაფიო და პრინციპული პოზიცია ჰქონდა"
"პირდაპირ გეტყვით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ცუდსა და უარესს შორის", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა" ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" კონსულტაციები გრძელდება და დარწმუნებულია, რომ პარტია რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"არჩევნების გაყალბების მეორე დღიდან "ნაციონალურ მოძრაობას" მკაფიო და პრინციპული პოზიცია ჰქონდა. მოლაპარაკების პერიოდში ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად პრინციპულები და უმკომპრომისოები, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დააკავეს აქაც უკომპრომისოები
ვიყავით. საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად ოპოზიციონერმა კოლეგებმა დააყენს რეალობა, როცა ახლა უკვე მიიღეს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც საკონსტიტუცია ცვლილების განხორციელებაც შეუძლია. დღეს, დისკუსია რომ გახსნილია "ნაციონალურ მოძრაობაში" ამის დამსახურებაა. სხვა დროს, სხვა პირობებში ჩვენ ამ დისკუსიის გახსნაზეც კი არ გვიმსჯელია, რადგან ცხადი იყო
ჩვენი პოზიცია პარლამენტში არშესვლასთან, ბოიკოტთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ახლა პირდაპირ გეტყვით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ცუდსა და უარესს შორის. კონსულტაციები გრძელდება. პარტიაში ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრია, მათ შორის შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის მიერ იქნება მიღებული, დავემორჩილებით ყველა ის ადამიანი, რომელსაც ამ სიით მანდატი გააჩნია", - აცხადებს ხაბეიშვილი.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები