"მორალური, პოლიტიკური უპირატესობა უკვე მოპოვებული გვაქვს. მესმის მათი მღელვარების, დარდის..."
"მორალური, პოლიტიკური უპირატესობა უკვე მოპოვებული გვაქვს. მესმის მათი მღელვარების, დარდის..."
ირაკლი კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს ბატონი ირაკლი, - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება.

მანვე აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" აღარ შერჩა რესურსი, ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთოს.

"შეიძლება გაუმართლოს ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რომელიც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს, ბატონი ირაკლი! ვინმეს
თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური, პოლიტიკური უპირატესობა და ბევრი სხვა უპირატესობა უკვე მოპოვებული გვაქვს. მესმის მათი მღელვარების, დარდის... უბრალოდ, აღარ შერჩათ რესურსი ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთონ. 24 საათი საუბრობენ ჩემზე, ან იმაზე რა საზიზღრები ვართ ოპოზიციაში", -
განაცხადა მელიამ.
ი.კ
14 მაისი 2021 19:14
გეშინოდეს რუსეთო,გშურდეს მსოფლიო,აი როგორი მაგარი პოლიტიკოსები გვყავს ქართველებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები