"გიგა ბოკერია და "ნაცმოძრაობა" ჩვენმა პატარა პარტიამ დაამიწა"
17-05-2021
"გიგა ბოკერია და "ნაცმოძრაობა" ჩვენმა პატარა პარტიამ დაამიწა"
"ვერავინ ბედავდა პირველს გამოევლო ის ჯოჯოხეთი, რაც პარლამენტში შესვლის შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ. მეუღლესა და შვილებს "ფეისბუკი" გავუთიშე, რომ შეურაცხმყოფელი მიმართვები და პოსტები არ წაეკითხათ. ამპარტავნება არ მახასიათებს, მაგრამ ჩვენმა პატარა პარტიამ დანარჩენ ოპოზიციას ქვეყნის სიყვარულისა და პოლიტიკის მასტერკლასი ჩაუტარა..."

ხანგრძლივი ბოიკოტის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. მისი წევრების ნაწილი მომხრეა, პარტიამ დაიწყოს საპარლამენტო საქმიანობა, ნაწილი კი, პირიქით, წინააღმდეგია. "მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილის­ აზრით, მათი არც ქუჩაში
დარჩენაა ტრაგედია.

- ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო­ და მაშინვე ვთქვი, ყველა შემოვა-მეთქი. არც წინასწარმეტყველი ვარ და არც ვანგა, მაგრამ მოვლენების განვითარების ლოგიკურობა­ მეუბნებოდა,­ რომ ასე იქნებ­ოდა. ეს ნიშნავს, რომ "მოქა­ლაქეებს" აღმოგვაჩნდა ქვეყნის მეტი სიყვარული და პრაგმატიზმიც. მაშინვე ვიცოდით,­ რომ ბო­იკოტის­ შეთანხმებაში
გადაზ­რდა სწორი იყო.
გიგა ბოკერია და "ნაცმოძრაობა" მუდმივად ცდილობდნენ მოლაპარაკების ჩაშლას.

ეს აყირავებული პარტია ორმა კაცმა, მე და ლევან იოსელიანმა, ჩვენმა პატარა პარტიამ დავამიწეთ. ამის შემდეგ შემობრუნდა პროცესები. ასე სურდა საზოგადოებას, ამომრჩეველს და საერთაშორისო პარტნიორებსაც. ვერავინ ბედავდა პირველს გამოევლო ის ჯოჯოხეთი, რაც პარლ­ამენტში შესვლის შემდეგ ჩვენ გამოვ­იარეთ. მეუღლესა და შვილებს "ფეისბუკი" გავუთიშე, რომ შეურაცხმყოფელი მიმართვები და პოსტები არ წაეკითხათ. მედიდურობა და ამპარტავნება არ მახასიათებს, მაგრამ ჩვენმა პატარა პარტიამ დანარჩენ ოპოზიციურ ძალას ქვეყნის სიყვარულისა და პოლიტიკის მასტერკლასი ჩაუტარა.

- "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი ახლაც უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
- ვინც თანახმაა, შემოდის თავჩაქინდრული და შერცხვენილი. მაშინ მე რომ მეძახ­დნენ, ფული აიღოო, ახლა მათ ვეკითხები, გაურიგდნენ "ოცნებას?" ჩვენ შევცვალეთ ის სიტუაცია, რომელსაც თავიანთ მიღწევად ასაღებენ. ეყოთ ვაჟკაცობა და ბოდიში მოგვიხადონ იმ ჯოჯოხეთისთვის, მაგრამ სად აქვთ ამის გამბედაობა და რაც მთავარია, ნამუსი...

"ნაციონალებმა" თავისი ხალხი, მელია და რურუაც კი გაწირეს. მათი ციხიდან გამოსვლა ხელმომწერთა დამსახურება იყო და არა "ნაციონ­ა­ლების" უპასუხისმგებლო საქციელის­.

ბოიკოტი აბსოლუტურად სწო­რი იყო, რადგან "ოცნებას"­ დავათმო­ბინეთ ის, რასაც სხვა შემთ­ხვევაში არ დათმობდა.

- საარჩევნო რეფორმებს გულისხმობთ?
- ამ შედეგის მისაღწევად ოფლი ვღვარეთ, ახლა მთელი ოპოზიცია ტაშს უკრავს, ისე მოსწონთ. რა გააკეთეს ჩვენზე მეტი, მელიას გათავისუფლებაც კი ჩვენს მხრებზეა.
ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებდა და არც ნელსონ მანდელობას, უბრალოდ, რაც გააკეთა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ემსახურებოდა.

ახლა ვიღაცები რომ ურცხვად ამბობენ, საჭიროა "ნაცმოძრაობა" და სხვა ძალები პარლამენტში შევიდნენო, სამი თვის წინ რატომ არ იყოს საჭირო? მე და ლევან იოსელიანი­ სიტყვასიტყვით ვეუბნებოდით, ნუ აჰყოლიხართ ამ უმანდატოდ დარჩენილ გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძეს-მეთქი, რადგან მათგან განსხვავებით, ვიცოდით, რომ რევოლუცია არ მოხდებოდა.

- რევოლუციის იმედი ვის ჰქონდა?
- მათ, ვინც ბოიკოტის გაგრძელების მომხრე იყო. "ნაციონალები" იყვნენ ამაში ლიდერები, მაგრამ ნახეს, რომ მათი რევოლუციური გეგმა ჩავარდა. დუჟი ჰქონდათ მორეული, ბიძინა ივანიშვილმა ამდენი გადაუხადა ელისაშვილსო. ახლა არ რცხვენიათ თავიანთი სიტყვების?..

- ერთ სივრცეში მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათ?
- ჯერ ბოდიში უნდა მოიხადონ. რობოტი კი არა ვარ, რომ ავისხლიტო ამდენი­ შეურაცხყოფა.
იკითხონ ერთი, რა მდგომარეობაში იყო ჩემი ოჯახი, მშობლები, გამყიდველობას, მექრთამეობას და ივანიშვილთან გარიგებას რომ გვაბრალებდნენ... ახლა გამოჩნდა ვინ ვინ არის და რაზეა წამსვლელი.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ პოლიტიკაში­ დამკვიდრებული წესები უნდა ამოვაყირაოთ, პარლამენტში იმ საკითხების გატანა­ გვინდოდა, რაც ხალხს აწუხებს: საწვავის ფასი, ვეტერანების ღირსეული დაფასება,­ ვაქცინები, ავადსახსენებელი კომენდანტის საათი... შვიდი თვეა დროს სისულელეებში ფლანგავენ, თითქოს ამ საცოდავ ქვეყანას ამის ფუფუნება ჰქონდეს.

- ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარი ისევ აქტუალურია. რას ფიქრობთ ამაზე?
- პარტია "მოქალაქეები" არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში შესვლას არ ვაპირებთ. პარლამენტის ახალი რეგლამენტით უფრაქციო დეპუტატებს საკმარისი ბერკეტი აქვთ. კარგია, რომ პირველი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა პარლამენტში. არც ფრაქციის თავმჯდომარეობა გვეხარბება, არც მანქანა რომ გვემსახურებოდეს და არც სხვა მსგავსი პრივილეგიები გვიზიდავს. თვითმმართველობის არჩევნები კარს მოგვდგომია. ჩემგან მართებული არ იქნება თქმა, ვის რა შედეგი ექნება, ამიტომ ასე ვიტყვი: ხალხი ყველაფერს ხედავს.

ხშირად პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ ხალხი მათ დაკრულზე იცეკვებს, მაგრამ ასე არ არის. განსაკუთრებით ბოლო თვეებში გამოაჩინეს თავიანთი სახე. ასე რომ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან.
nugzari
18 მაისი 2021 13:20
gaushvit eg da tavisi orkaciani partia samahabloshi da afxazetshi daabruneben iseti magrebi kofilan.
პატრიოტი 2
18 მაისი 2021 11:58
სხვები კი არა , საკუთარი თავი დაიმიწეთ და რაც უფრო ადრე მიხვდებით ამას მით უკეთესი თქვენთვის. კარგი ბატონო, შესვლა გინდოდა და შედი, მაგრამ აკეთე რა საქმე, თუ შეგიძლია . შეეშვი ბოღმიანი სისულეელეების ლაპარაკს. ვაი რომ არაფრის გამკეთებლები ხართ და ეს ახლა გამოჩნდა.საკუთარი თავის ქებას შეეშვით, ყველა სულელი ნუ გგონიათ!!!
თამარი
18 მაისი 2021 11:02
სანამ ნაცები იქნებიან ეს ქვეყენა არ დალაგდება - ჩემი სათქმელიც ეს არის. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ნაცები არავის არ მოუსვენებენ.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?