"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ზუგდიდში თვითონ გახარია ახორციელებდა ზეწოლას ადამიანებზე - ეს პრაქტიკა უნდა დავასრულოთ" - კვირის პალიტრა

"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ზუგდიდში თვითონ გახარია ახორციელებდა ზეწოლას ადამიანებზე - ეს პრაქტიკა უნდა დავასრულოთ"

"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ზუგდიდში თვითონ გახარია ახორციელებდა ზეწოლას ადამიანებზე - ეს პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ", - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ზუგდიდში მერის გადადგომას მასზე განხორციებული შესაძლო ზეწოლის გამო.

მაჯგალაძის თქმით, ეს არის ყველა მთავრობის პირობებში დამკვიდრებული ტრადიცია, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხდულებების გამო, ადამიანებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

"მე ნიშნისმოგებით არ ვისაუბრებ ახლა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დრო - ზუგდიდში თვითონ გახარია ახორციელებდა ზეწოლას ადამიანებზე. ვიცით სკოლის დირექტორის ამბავი, როცა ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა მსგავს ფაქტს. ეს ცუდია და ამას ყველამ ერთად, მათ შორის, გახარიას გუნდმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა.