"მნიშვნელოვანია კონსულტაციები, რომელიც ახლა კიევში იმართება - არანაირ "კურთხევასა" და ნებართვის მიღებაზე საუბარი არ არის, საუბარია ადამიანურ დისკუსიაზე" - კვირის პალიტრა

"მნიშვნელოვანია კონსულტაციები, რომელიც ახლა კიევში იმართება - არანაირ "კურთხევასა" და ნებართვის მიღებაზე საუბარი არ არის, საუბარია ადამიანურ დისკუსიაზე"

მნიშვნელოვანია კონსულტაციები, რომელიც ახლა კიევში იმართება. არანაირ "კურთხევასა" და ნებართვის მიღებაზე საუბარი არ არის, აქ საუბარია, ადამიანურ დისკუსიაზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც ამავე პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას კიევში, მიხეილ სააკაშვილთან ჩასვლას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, როგორც ელექტორალური კუთხით, ასევე პარტიის შიგნით სერიოზული გავლენა აქვს.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კონსულტაციები, რომელიც ახლა კიევში იმართება. ვიცით, რომ გუშინ პარტიის თავმჯდომარე აღმასრულებელ მდივანთან, პოლიტიკურ მდივანთან ერთად კიევში გაემგზავრა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც "ნაციონალურ მოძრაობაში" საკვანძო პოსტები აქვთ. გასაკვირი სულაც არ არის, რომ დამფუძნებელ თავმჯდომარესთან ჩავიდნენ, მას აქვს სერიოზული ელექტორალური გავლენა და რა თქმა უნდა, პარტიის შიგნით სერიოზული გავლენა აქვს. არანაირ კურთხევის მიღებაზე, ნებართვის მიღებაზე საუბარი არ არის. აქ საუბარია ადამიანურ დისკუსიაზე, აზრთა შეჯერებაზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.