"ნიკა მელია თავის უფროსთან წავიდა, გარკვეული ამოცანები შეასრულა თუ ვერა, უნდა განიხილოს იმ ადამიანთან, ვისგანაც ინსტრუქციები ჰქონდა მიღებული"
"ნიკა მელია თავის უფროსთან წავიდა, გარკვეული ამოცანები შეასრულა თუ ვერა, უნდა განიხილოს იმ ადამიანთან, ვისგანაც ინსტრუქციები ჰქონდა მიღებული"
მელია წავიდა თავის უფროსთან - გარკვეული ამოცანები შეასრულა თუ ვერ შეასრულა, უნდა განიხილოს იმ ადამიანთან, ვისგანაც ინსტრუქციები ჰქონდა მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კიევში სავარაუდოდ, სამომავლო ნაბიჯები უნდა განიხილონ. მისი თქმით, არ ელოდება, რომ პარლამენტში შესული ნაციონალური მოძრაობა კონსტრუქციული იქნება.

"რატომ წავიდა ნიკა მელია სააკაშვილთან, ეს შეკითხვა რიტორიკულად ჟღერს - წავიდა თავის უფროსთან ადამიანი, გარკვეული ამოცანები შეასრულა თუ ვერ შეასრულა,
უნდა განიხილოს იმ ადამიანთან, ვისგანაც ინსტრუქციები ჰქონდა მიღებული. პარტიის ფორმალურ, დე ფაქტო ლიდერთან მიდის თავმჯდომარე, რომელმაც საკმაოდ სერიოზული განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, სახელმწიფო სტრუქტურები არსებობს თუ არ არსებობს, ვერ გაუვი
და ეს რევოლუციური სცენარი და ახლა ალბათ, შემდგომ ნაბიჯებზე იქნება მსჯელობა. მოცემულობაა ასეთი, რომ სააკაშვილია ლიდერი და ვინც იტყვის, რომ ლიდერი არაა და პოლიტიკიდან უნდა გავიდეს, სააკაშვილმა ძალიან ხისტი შეფასება გააკეთა მათ მიმართ. საკმაოდ დამთრგუნველი და დამამცირებელი შეფასება იყო ეს მათ მიმართ, ვინც გაიფიქრებს, რომ სააკაშვილი ჩამოსცილდა პოლიტიკას და არ ხელმძღვანელობს ნაციონალურ მოძრაობას. დესტრუქცია არის მათი ერთადერთი სტრატეგიული ამოცანა, ამაში ჯდება ნიკანორ მელიას დანაშაულებრივი ქმედებები. დანაშაულია, როცა პარლამენტში იჭრები, ასეთივე ამოცანა იყო მისი ციხეში მოხვედრა, პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადება. მე არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში შემოსული ნაციონალური მოძრაობა იქნება კონსტრუქციული, იმსჯელებს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ჯანსაცვის საკითხებზე. საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ კიევში ვოიაჟიც სწორედ ამ მიზნის განხორციელებისთვის გარკვეული გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები