"გახარიასა და ვასაძის პარტიები ამომრჩეველს სწორედ "ქართულ ოცნებას" წაართმევენ" - კვირის პალიტრა

"გახარიასა და ვასაძის პარტიები ამომრჩეველს სწორედ "ქართულ ოცნებას" წაართმევენ"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" თსუ-ს პროფესორს კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან გამოვიდა და აქტიურად განიხილება "ნაცმოძრაობის" დეპუტაციის პარლამენტში შესვლის საკითხი, დამკვირვებელთა უმრავლესობა საუბრობს იმაზე, რომ საშინაო პოლიტიკაში ახალი რეალობაა დამდგარი.

ოპოზიციიდან პარლამენტში შესული დეპუტატები ყურადღებას კი ამახვილებენ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მაგრამ მმართველი გუნდი და ოპოზიციური სპექტრი "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ნაწილის სახით იმაზე ამჯობინებს მსჯელობას, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 6 თვიან დავაში ვინ მოიგო და ვინ წააგო.

იმ რეალობის გათვალსიწინებით, რაც ქვეყანაში 2020 არჩევნების შემდეგაა დამდგარი, ვინ უფრო მოგებულად და ვინ უფრო წაგებულად გამოიყურება - ოპოზიცია, თუ ხელისუფლება?

- არ ვიცი რამდენად მართებულია საკითხის ამგვარად დასმა. ჩემი აზრით, 19 აპრილის შეთანხმებით ყველა მხარემ მოიგო და ყველაზე მთავარია, რომ ქვეყანამ მოიგო. კარგია, რომ ყველა მხარემ გააცნობიერა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გარკვეული შედეგით დასრულება.

19 აპრილის შეთანხმებით არც ერთი მხარე არაა სრულად კმაყოფილი. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან შეთანხმება კომპრომისულია და მისი შემუშავება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო მოდერაციით მოხდა.

ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მომხდარი, ვგულისხმობ შეთანხმებაზე ხელმოწერას, პარლამენტში ოპოზიციის ჯერ თუნდაც ნაწილის შესვლას, გახლავთ მხოლოდ პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ შიდა პოლიტიკაში მხარეებს შორის დაპირისპირება თანამშრომლობის პროცესით გაგრძელდეს.

იმედი მაქვს, რომ მათ შორის თანამშრომლობის დაწყებით პოლიტიკურ ძალებს შორის პოლიტიკური პოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდება და ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი გაღმავდება.

- ახლა ყველაზე აქტუალური თემაა შევა თუ არა პარლამენტში 35 კაციანი "ნაცმოძრაობის" დეპუტაცია. ვიცით, რომ პარტიაში ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა. მეტიც, "ნაცმოძრაობის" ლიდერშიფის დიდი ნაწილი ამ საკითხზე კონსულტაციებისთვის კიევში იმყოფება და მესამე პრეზიდენ მიხეილ სააკაშვილთან მართავს შეხვედრებს.

თქვენი დაკვირვებით "ნაციონალების" დეპუტაცია შევა თუ არა პარლამენტში?

- სავარაუდოდ, "ნაცმოძრაობა" შევა პარლამენტში. ვხედავთ, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს შორისაც ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი პარლამენტშია შესული, არა მგონია "ნაცმოძრაობამ" მოისურვოს პარლამენტში შეუსვლელობით თავის მარგინალიზაციას თავად შეუწყოს ხელი. "ნაცმოძრაობა" იძულებულია ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოს და შევიდეს პარლამენტში.

ამ თვალსაზრისით, საინტერესო იყო "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას კიევში გამგზავრებამდე გაკეთებული განცხადება, იმის თაობაზე, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან ექნება იმის თაობაზე საუბარი, თუ როგორ ესახება მას "ნაცმოძრაობასთან" და დანარჩენ ოპოზიციასთან თანამშრომლობა.

ვფიქრობ, მელიას ეს განცხადება შემთხვევით არ გაუკეთებია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ იგი არა მარტო "ნაცმოძრაობის", არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრის ლიდერია. რიგ საკითხებში "ნაცმოძრაობის" პოზიციების გამო ეს ორი რამ ხშირ შემთხვევაში შეუთავსებლად გამოიყურება.

ვფიქრობ, კიევში გამართული შეხვედრები ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება თუ რამდენად ექნება მას მისგან მხარდაჭერა იყოს არა მარტო "ნაცმოძრაობის" არამედ მთელი ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილის ლიდერი.

ამ შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვანია იმ თვლსაზრისით, თუ რამდენად შეძლებს ოპოზიცია მოახლოებულ არჩევნებზე კოორდინაციაში იყოს დანარჩენ ოპოზიციასთან. ვნახოთ რა მესიჯს ჩამოიტანს მელია კიევიდან ერთი მხრივ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებისთვის, ხოლო მეორე მხრივ დანარჩენი ოპოზიციისთვის. განაგრძეთ კითხვა