სოზარ სუბარმა დმანისში შეხვედრის მონაწილეებს მიმართა
სოზარ სუბარმა დმანისში შეხვედრის მონაწილეებს მიმართა
დმანისში, მერიის შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, სოზარ სუბარი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში, ასევე, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.

„ყველა არის ერთ აზრზე. ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც მოხდა. ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება - ყველას კარგად აქვს ეს შეგნებული. ყველა არის ერთ აზრზე. აქვე სიმბოლურად, შერიგების ნიშნად ხელი რომ ჩამოართვათ
ერთმანეთს და შემდეგ გარეთ ხალხსაც იგივე რომ მოვუწოდოთ. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება ვითარების ესკალაცია აწყობდეს, ზოგს პოლიტიკური ნიშნით, ზოგს რაღაც სხვა მიზნები აქვს და ნუ მივცემთ მათ გახარების საშუალებას. ერთი ოჯახი ვართ და ეს ჩვენზე უკეთ არავინ იცის, ერთად უნდა ვიცხოვროთ ყოველთვის ჩვენი სამშობლოს
საკეთილდღეოდ“, - მიმართა რამდენიმე წუთის წინ შეხვედრის მონაწილეებს სოზარ სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები