"მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება"
"მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება"
საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება, მისასალმებელია.

პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის.

„მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა!

მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება.

საარჩევნო რეფორმა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული
განვითარებისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, დღეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. როგორც შევხედრის დასრულების შედმეგ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მოხდა შეთანხმება, რომ ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება - ერთი ოპოზიციის მიერ დანიშნული, მეორე კი პროფესიული ნიშნით შერჩეული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები