კახა კუჭავა:"2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ვდგავართ"
კახა კუჭავა:"2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ვდგავართ"
2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ვდგავართ და ვიცით, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ შედეგს ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის ამბიციურ გეგმას ერთობლივი მუშაობა სჭირდება და ეს მიზანი მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ ვერ იქნება მიღწეული.

„ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ის ფაქტი, რომ ეს არის ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი, ამ საკითხებზე იმუშავებს საქართველოს
პარლამენტი, სადაც 150 წევრია. უცილებელია ერთმანეთის გვერდში დგომა. მთავარი მიზანი, რომლის გარშემოც შეგვიძლია ყველა გავერთიანდეთ, არის ევროკავშირის წევრობა. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან, რომ ერთობლივად შეგვიძლია ამ საკითხებზე მუშაობა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები