"მე მის ადგილზე დავისვენებდი ციხის მერე...ნიკა ვერ გატეხეს, ციხის შიში საერთოდ გააქრო" - კვირის პალიტრა

"მე მის ადგილზე დავისვენებდი ციხის მერე...ნიკა ვერ გატეხეს, ციხის შიში საერთოდ გააქრო"

"ნიკა ვერ გატეხეს, ციხიშს შიში საერთოდ გააქრო"  - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კიევში ნიკა მელიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია არის ახლა კიევში ჩამოსული. ხანმოკლე, ძალიან დატვირთული სამუშაო ვიზიტით, იმიტომ, რომ დასვენების დრო არ აქვს. მე მის ადგილზე დავისვენებდი ციხის მერე, მაგრამ რასაც ვატყობ იმხელა ენერგია აქვს და "დრაივი", რომ ერთი წამი არ შეუძლია დაჯდომა და დასვენება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის გამარჯვების საწინდარი. ძალიან დიდი გეგმები აქვს ნიკას და ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად.ჩემი აზრით, ეს მართლა უნიკალური კომბინაციაა, ასე, რომ ძალიან ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ იმ გამბედაობით, შეუვალობით და პრინციპულობით, რაც გამოიჩიანა. მგონია, რომ ჩვენს ხალხს ყველაფერი გამოუვა, იმიტომ რომ სხვანაირად აღარ შეიძლება უკვე, უკვე ამდენი წელია ხალხი ელოდება შვებას. ჩემი აზრით, ნიკა ვერ გატეხეს, ციხის შიში საერთოდ გააქრო, გააქრო შიში რეპრესიების და ზეწოლების" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

" 2 წელი და 7 თვეა ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა შეხვედრის. მე არ მქონდა უფლება, ფიზიკურად პასპორტი არ მქონდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. სამწუხაროდ, მიშას დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა და როგორც იქნა შევხდით. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ და მჯერა, რომ არცთუ შორეულ პერსფექტივაში ჩვენ შევხდებით არა კიევში, არამედ თბილისში. ეს ასე უნდა იყოს, კანონზომიერება ხომ ჯიუტი რამ არის, ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ საერთო სტრატეგია იყოს შემუშავებული, მტერი არ გავახაროთ, უამრავი ხაფანგი დამხვდა ციხიდან რომ გამოვედი და ბევრი ადამიანი ოცნებობდა, რომ იქნებ რაღაც გაუგებრობა მოხდეს ოპოზიციაში და განსაკუთრებით მიშასთან მიმართებაში. ავრცელებდენ ჭორებს, რომ თითქოს დაპირისპირებულები ვართ. იმაზე გონიერი ხალხია ოპოზიციაში, ვიდრე მავანს ჰგონია, ამიტომ არავის მივცემთ უფლებას, რომ პროვოკაციაზე წამოგვაგოს. მადლობა ღმერთს, რომ არსებობს საზოგადოებსი უდიდესი მხარდაჭერა. მიხარია, რომ მიშას შევხდი და მისი დახმარებით შევხდი ასევე ძალიან საინტერესო ადამიანებს კიევში. ყველაფერი იქნება მაგრად. ეს პირველ რიგში პოლიტიკოსებმა უნდა ვიწრმუნოთ" - განცხადა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ნიკა მელიამ.

წყარო:tvpirveli