"მტერი არ გავახაროთ, უამრავი ხაფანგი დამხვდა ციხიდან რომ გამოვედი" - რა განაცხადა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას? - კვირის პალიტრა

"მტერი არ გავახაროთ, უამრავი ხაფანგი დამხვდა ციხიდან რომ გამოვედი" - რა განაცხადა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას?

"ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ და მჯერა, რომ არცთუ შორეულ პერსფექტივაში ჩვენ შევხდებით არა კიევში, არამედ თბილისში", - ამსი შესახებ ნიკა მელიამ მიხელ სააკაშვილთან სეხვედრის დროს განაცხადა კიევში.

" 2 წელი და 7 თვეა ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა შეხვედრის. მე არ მქონდა უფლება, ფიზიკურად პასპორტი არ მქონდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. სამწუხაროდ, მიშას დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა და როგორც იქნა შევხდით. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ და მჯერა, რომ არცთუ შორეულ პერსფექტივაში ჩვენ შევხდებით არა კიევში, არამედ თბილისში. ეს ასე უნდა იყოს, კანონზომიერება ხომ ჯიუტი რამ არის, ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ საერთო სტრატეგია იყოს შემუშავებული, მტერი არ გავახაროთ, უამრავი ხაფანგი დამხვდა ციხიდან რომ გამოვედი და ბევრი ადამიანი ოცნებობდა, რომ იქნებ რაღაც გაუგებრობა მოხდეს ოპოზიციაში და განსაკუთრებით მიშასთან მიმართებაში. ავრცელებდენ ჭორებს, რომ თითქოს დაპირისპირებულები ვართ. იმაზე გონიერი ხალხია ოპოზიციაში, ვიდრე მავანს ჰგონია, ამიტომ არავის მივცემთ უფლებას, რომ პროვოკაციაზე წამოგვაგოს. მადლობა ღმერთს, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა. მიხარია, რომ მიშას შევხდი და მისი დახმარებით შევხდი ასევე ძალიან საინტერესო ადამიანებს კიევში. ყველაფერი იქნება მაგრად. ეს პირველ რიგში პოლიტიკოსებმა უნდა ვიწრმუნოთ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ნიკა მელიამ.

წყარო:tvpirveli