"სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ..." - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე? - კვირის პალიტრა

"სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ..." - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე?

სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ და ითხოვენ კაპიტალისტური კოლონიალიზმისგან ქვეყნის დახსნას ეროვნული ინტერესების წინ წამოწევით , - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლება" ლიდერი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ჯერჯერობით უცნობია რიონის ხეობაში მცხოვრები მიტინგზე გამოსვლის ხელოვნებაში რეპეტიტორის სახელი და გვარი, რომელმაც დღეს წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა ახალბედა სპიკერებით“.

"ვასაძის, კორკოტას, ფალავანდიშვილების და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სრული სოლიდარობა აქციისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროტესტი ფუნდამენტურად ეროვნულია და რუსეთი არა …", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

წყარო