სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა - კვირის პალიტრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა. როგორც თორიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მან განცხადება დღეს დილით დაწერა. სხვა დეტალებზე მალხაზ თორია არ საუბრობს და ამბობს, რომ თანამდებობა პირადი მიზეზების გამო დატოვა.

მალხაზ თორია აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მანამდე იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო.