"რა დაკარგვიათ აქ?! ეს სასტუმრო ან აბანო კი არაა, რომ ვიღაცამ კომფორტულად იგრძნოს თავი" - კვირის პალიტრა

"რა დაკარგვიათ აქ?! ეს სასტუმრო ან აბანო კი არაა, რომ ვიღაცამ კომფორტულად იგრძნოს თავი"

"აბსოლუტურად მართალს ამბობს ირაკლი კობახიძე, მერე რა, რომ ირაკლი კობახიძეა?!" - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ელისაშვილიც კობახიძის მსგავსად მიიჩნევს, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, არც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და არც სხვა პრივილეგიებით ისარგებლოს, რასაც მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.

"თუ ხელს არ აწერ და ისე შემოდიხარ პარლამენტში, ან კომიტეტის თავმჯდომარეობა რატომ უნდა მოითხოვო, ან საპარლამენტო დელეგაციებში, ან საარჩევნო რეფორმის ჯგუფში რატომ უნდა იყო საერთოდ, თუ დღემდე ვერ ხვდები, რომ იმ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერო?! საერთოდ რა უნდათ, რა დაკარგვიათ აქ?! ეს სასტუმრო კი არ არის, რომ ვიღაცამ კომფორტულად იგრძნოს თავი, ან აბანო, ეს არის პარლამენტი, სადაც ხალხის სამსახურისთვის უნდა შემოდიოდეს ყველა და ის, რომ დისკომფორტს და კომფორტს შეუქმნი ვინმეს, სასაცილოა,"- განაცხადა ელისაშვილმა.