ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი გუბერნატორები წარადგინა - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი გუბერნატორები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები წარადგინა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია იქნება, შიდა ქართლის რეგიონის კი - ვალერიან მჭედლიძე.

"შეიცვალა ორი გუბერნატორი, სამეგრელო-ზემო სვანეთში და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები გვყავს. გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორია, ის არის ზუგდიდიან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, ძალიან წარმატებული გუბერნატორი იქნება. შიდა ქართლში წარმოგიდგენთ ვალერიან მჭედლიძეს, რომელიც არის გორიდან, საჯარო სექტორის წარმატებული თანამშრომელია. ის ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს და იყო ლევან დავითაშვილის წარმატებული თანამშრომელი," - განაცხადა ღარიბაშვილმა.