"კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი"- იქნება თუ არა გიორგი გახარია მერობის კანდიდატი?
"კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი"- იქნება თუ არა გიორგი გახარია მერობის კანდიდატი?
პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ უახლოეს დღეებში  ექნება პარტის პროგრამის წარდგენა.

"პირველ რიგში, რასაც ვგეგმავთ ეს იქნება უახლოეს დღეებში პარტის პროგრამის წარდგენა, რომელიც დეტალიზებული იქნება რეგიონების დონეზე, იქ იქნება ცალკე პროგრამა რეგიონალური განვითარების. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას და კონკრეტულ ქალაქებში კონკრეტულ პოზიციებზე ვის წარვადგენთ, ან ვის დავუჭერთ მხარს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

დაუჭერს თუ არ
გიორგი გახარია სხვა პარტიის მერობის კანდიდატს მხარს, მაგ. კახი კალაძეს, ან  ნიკა მელიას?- ყოფილმა პრემიერმა განაცხადა:

"კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი, პოლიტიკური ოპონენტიც არის ღირსეული. რა იქნება მომავალში არ ვიცით, ჯერ კახი კალაძეს არ უთქვამს, დააყენებს თავის კანდიდატურას თუ არა. ვნახოთ, ჩვენ
არსად არ გვეჩქარება", - დასძინა გახარიამ.



-

მერი
01 ივნისი 2021 12:03
"ჯიგრულ--ქართულ" პონტში! ----ყველა ქურდები ხართ!
ალექს
01 ივნისი 2021 05:15
30 წელია კორუფცია კანონმდებლობაში გვიძევს-ის განსაზღვრავს ქვეყნის მაკონტროლებელ ამკრძალავ გამნებართვიანებელ დამსჯელ საექსპროპრიაციო ფუნქციას, ის საკუთარ ქონებას "იცავს" და ამრავლებს -მისია აქ ყველაფერი ! ანუ ჩინოვნიკისაა ! დიახ , ის კი არათუ აქ , ყველგან კორუმპირებულია , უბრალოდ კარგ ქვეყნებში მას ის ფუნქციები არა აქვს , აქ რომ აქვს-ტოტალური კონტროლის და დაუსჯელად პარპაშის! არსებულ პროსაბჭოთა სისტემაში კორუფცია გარდაუვალია,ის ყოველდღიურობაა აქ და მას აღებმიცემობის ფორმა აღარაა აქვს,დაიხვეწა ,რატომ და კორუფცია მრუდე სარკის პროდუქტია,მრუდე სარკე კი ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკურ ეკონომიკური მოწყობის პრორუსული მოოდელია საარჩევნო და სახელმწიფო სტატისტიკური სიყალბეებით,სიცრუის უტიფარი პროპაგანდით და ტირაჟირებით!
კაპიტალიზმს სამი ნიშანი აქვს ,დემოკრატიასაც:ქვეყნის ქონებაში კერძოსა და სახელმწიფო ქონებას შორის პროპორცია ,ეროვნულ პროდუქტში მცირე და საშუალო კომპანიების და დომინანტ მონოპოლისტთა მ.შ.სახელმწიფოს კუთვნილი ნაწარმოები ღირებულების პროპორცია და მესამე და მთავარი კერძო პირების ხელში მყოფი აქციებისა და ობლიგაციების პროპორცია მშპ-სა და ქვეყნის საერთო ქონების ღირებულებასთან !
დემოკრატიის ნიშნებია საარჩევნო სიისა და მოსახლეობის აღწერის უტყუარობა და პროპორცია,არჩევნებსა და რეფერენდუმ პლებისციტებზე აქტიურობა და პლებისციტ რეფერენდუმების ჩატარების სიხშირე !
საბჭოთაა ჩვენი სისტემა,ცრუა,აი ამ რეკომენდაციის დამდებიც ცრუობს,რადგან ასეთ ანტიკორუფციულ ბიუროს თავად დასჭირდება მერე ანტიკორუფციული კომიტეტი,იმას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ახალი კანონის მიღება !
მივედით სათქმელამადე :ყველაზე დიდი ანტიკორუფციული ორგანო საკანონმდებლო ორგანოა,ისაა პროსაბჭოთა ,ის ქმნის იმ საკანონმდებლო ბადეს ,სადაც აღსრულება კორუფციული სქემებით ხდება და ეს გარდაუვალია,არ გასცემ დაისჯები,ასეთია ამ სისტემის არჩევანი -კანონპროექტს თავად შემდგომში მისი აღმასრულებელი ადგენს! საბჭოთა პერიოდიდან დაატარებს პროკურატურა შავ რვეულს , დარგების პარალელური სამმართველოები , დუბლირებს შსს რვეულის ფურცლებთან , ვერტიკალში ნაღებს ხდიან , დიდი სახლები მათია აქა ! საცოდავი რიგითი მებაჟე და საგადასახადო ინსპექტორი კორუფციაში ნებით არ არიან ჩართული -იძულებულებია სისტემისაგან , არც ამათ ნაღებს რომ ხდის , ის პროკურორია დამნაშავე - არ აიღებენ დაიღუპებიან-მისატანია , ხომ არიან ზემოთ ?! ზემოთ ათასი სხვა რამაა კიდევ და ვინმე , კორუფციაზე და მაპზე მეტი , იქ ყველა და ყოველთვის არ დაიშვება , დრო და დრო მონაცვლეობით ოპოზიციაში გადიან , პენსიაა ერთგვარი ! აი ის მეტი რაა, იციან ქვემოდან მიმტანებმა და პაწას უტეხავენ, შაურიც ჩვენო , ასი თუმანი ზემოთელებმა ზემოდანვე წაიღეთო და , ალალიაო ქვემოთელებზე ციხეში ინფარქტის და დიაბეტის ფასად ეს ჩვენი აგროვებული ქვემოთურიო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები