"კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი"- იქნება თუ არა გიორგი გახარია მერობის კანდიდატი? - კვირის პალიტრა

"კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი"- იქნება თუ არა გიორგი გახარია მერობის კანდიდატი?

პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ უახლოეს დღეებში  ექნება პარტის პროგრამის წარდგენა.

"პირველ რიგში, რასაც ვგეგმავთ ეს იქნება უახლოეს დღეებში პარტის პროგრამის წარდგენა, რომელიც დეტალიზებული იქნება რეგიონების დონეზე, იქ იქნება ცალკე პროგრამა რეგიონალური განვითარების. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას და კონკრეტულ ქალაქებში კონკრეტულ პოზიციებზე ვის წარვადგენთ, ან ვის დავუჭერთ მხარს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

დაუჭერს თუ არ გიორგი გახარია სხვა პარტიის მერობის კანდიდატს მხარს, მაგ. კახი კალაძეს, ან  ნიკა მელიას?- ყოფილმა პრემიერმა განაცხადა:

"კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი, პოლიტიკური ოპონენტიც არის ღირსეული. რა იქნება მომავალში არ ვიცით, ჯერ კახი კალაძეს არ უთქვამს, დააყენებს თავის კანდიდატურას თუ არა. ვნახოთ, ჩვენ არსად არ გვეჩქარება", - დასძინა გახარიამ.

-