"მე ვერ ვამჩნევ "ქოცებს" გახარიას გამო ფორიაქს - რა დროს მესამე ძალაა, ახლა გამოჩნდა ადამიანი"
"მე ვერ ვამჩნევ "ქოცებს" გახარიას გამო ფორიაქს - რა დროს მესამე ძალაა, ახლა გამოჩნდა ადამიანი"
"მე ვერ ვამჩნევ "ქოცებს" გახარიას გამო ფორიაქს - რა დროს მესამე ძალაა, ახლა გამოჩნდა ადამიანი", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, გახარიას ბევრი "ლაიქი" ჰქონდა სოციალურ ქსელში, თუმცა, ეს მის რეიტინგს არ ასახავს.

"მისი რეიტინგის მტკიცებულება არის ის, რომ "ქოცები" დადიან აფორიაქებულები? არ ვიცი, მე ვერ ვამჩნევ ასეთ ფორიაქს, შესაბამისად, მეტი მტკიცებულება მჭირდება. ჯერ
რა დროს მესამე ძალაა, ახლახან გამოჩნდა ადამიანი. ბევრი "ლაიქი" ჰქონდა, რეიტინგი ჯერ არ გაგვიზომია, ის კვლევა (IღI - ის კვლევა, სადაც გიორგი გახარია პერსონალური რეიტიინგით ლიდერობს) სხვაა, ინდივიდუალური რეიტინგია ის,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა,
რომ გახარიას პარტიას 10- პროცენტიანი რეიტინგი აქვს და ამის გამო, "ოცნებაში არის ერთი წიოკი".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები