"20 ივნისს, როცა გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე და დაგვიშინეს ცეცხლი, მე ყველა ეთერში ვაგინე ივანიშვილს, ამის შედეგი იყო თავდასხმა აეროპორტში" - კვირის პალიტრა

"20 ივნისს, როცა გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე და დაგვიშინეს ცეცხლი, მე ყველა ეთერში ვაგინე ივანიშვილს, ამის შედეგი იყო თავდასხმა აეროპორტში"

"20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე დადაგვიშინეს ცეცხლი, მე ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს - ვიცით ასეთ შეურაცხყოფებზე როგორ რეაგირებს ეს ძვირფასი ოჯახი და ამის შედეგი იყო ზუსტად ის თავდასხმა აეროპორტში "ზონდერების" მხრიდან", -ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ხვალ დანიშნულ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ძიუდოისტების ცემის ამბავი აბსოლუტურად აბსურდია, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ კიდევ დააკაონ.

"სრულიად ნათელია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა, რომელიც განხორციელდა ყველაზე დაცულ ზონაში აეროპორტში, სადაც უამრავი კამერაა, მაგრამ მოსამართლემ არც ინება კამერების ამოღება მაშინ, როცა კამერები, რომ ამოეღოთ დავინახავდით, რომ იქ მათ ახლდათ მესამე ადამიანი, რომელიც ყველაფერს იღებდა, რომელიც შევიდა აეროპორტის უსაფრთხოების ოთახში, მაგრამ ეს ყველაფერი არ ამოიღო მოსამართლემ. ჩემთვის სრულიად უდავოა, რომ ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული, დავალებული პირადად ივანიშვილის მხრიდან იმიტომ, რომ ეს არის 20 ივნისის გაგრძელება. 20 ივნისს, როდესაც გახარიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, რომ მე, ნიკა მელია და სხვები შევსულიყავით, დაგვიშინეს ცეცხლი. ამის შემდეგ მე ყველა ეთერში საჯაროდ ვაგინე დედა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ფორმა მისი მისამართით 20 ივნისის ღამეს - არათუ ვნანობ, არამედ ვამაყობ ამით. 20 ივნისის გამო ივანიშვილიც და გახარიაც ქართული საზოგადოებისგან იმსახურებენ მხოლოდ დედის გინებას. ჩვენ ვიცით ასეთ შეურაცხყოფებზე როგორ რეაგირებს ეს ძვირფასი ოჯახი, ჩვენ ვნახეთ ჩანაწერები, რომ ბავშვებსაც კი უსწორდებოდნენ და ამის შედეგი იყო ზუსტად ის თავდასხმა აეროპორტში "ზონდერების" მხრიდან და აქედან ერთ თვეში ჩემი სრულიად ბრუტალურად და ყველა კანონის დარღვევით დაპატიმრება.

2020 წლის არჩევნების შემდეგ 126-ე მუხლი ამნისტირებულია, ოღონდ ამნისტია შეეხება პირს თუ დაზარალებული არის მომხრე - ანუ, ჩვენი ქართული მართლმსაჯულების ცინიზმი კიდევ იქამდე მიდის, რომ შეიძლება ხვალ დამახვედრონ ბატონი გავაშელიშვილის წერილი, რომ თურმე ის მპატიობს, რომ ვცემე. მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებას" - მე არავის ამნისტია არ მჭირდება, ეს არ არის 126-ე მუხლი და მე არ ვარ ბრალდებული იმიტომ, რომ მე ის პირუტყვი არ მიცემია - ის მე დამესხა თავს, დამესხა დავალებით, დავალების მიმცემი იყო სუს-ი და სუს-ის დავალების მიმცემი იყო ივანიშვილი. ნუ ეგონება ნურავის, რომ იქ ვიღაც "ნაციონალის" ცემა შესაძლებელია და პირიქით, არა. თქვენი წყალობა თქვენვე დაიტოვეთ, ხვალ შეიძლება მოსამართლემ გააგრძელოს ეს საქმე, რაც უნდა ის მოუსჯია, არ მაინტერესებს. ეს საქმე გაიხსნება და გამოჩნდება ივანიშვილის და მისი ოჯახის რეალური სახე. მე სპეკულაციებში არ შევალ, ეს მუხლი თავისთავად 1 წლამდე პატიმრობას მოიცავს და სადაც სამჯერ მეცნენ, მეოთხე და მეხუთე გამორიცხული არ არის. მთავარი არის ის, რომ ცდილობენ ამნისტიით ჩაფარცხონ ეს საქმე. მოუწევთ ამ საქმეზე პასუხისგება არა 126-ე მუხლით, არამედ სხვა უფრო მძიმე მუხლებით, იმ მუხლებით, რომლის გამოყენებაც თქვენ გიყვართ თქვენი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

ჩემს კოლეგებსაც მინდა ვთხოვო ოპოზიციიდან, ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ მართლმსაჯულების რაიმე რეფორმა ივანიშვილის პირობებში განხორციელდეს - ეს არის შეუძლებელი, ეს არის ოქსიმორონი. ივანიშვილი არასდროს არ დათმობს სასამართლოს და პროკურატურას. ივანიშვილი არის პოლიტიკური პრობლემა ის უნდა ჩამოშორდეს ქვეყანას, სხვანაირად სასამართლო არ განვითარდება - ბაყბაყ დევი აზის ამ სასამართლოს და სანამ აზის ის იქნება ისეთი, როგორიც ახლა არის", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ხვალ საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გიგი უგულავას პროცესი გაიმართება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.