მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

დენის შმიგალი საქართველოში წუხელ ჩამოფრინდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.