საპარლამენტო ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს" გრიგოლ ვაშაძე შეუერთდა - კვირის პალიტრა

საპარლამენტო ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს" გრიგოლ ვაშაძე შეუერთდა

ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს" "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე უერთდება. ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფრაქციაში გაერთიანებულია როგორც პარტიები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები.

"ამ ფრაქციაში გაერთიანებულია 3 პოლიტიკური პარტია: "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და რესპუბლიკური პარტია" და დამოუკიდებელი დეპუტატები: გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. ჩვენ გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველი, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად ჩვენს კოლეგებთან ერთად", - განაცხადა სამნიძემ.