"ვინ იქნება უკრაინის ან საქართველოს ხელისუფლებაში, ხალხის გადასაწყვეტია და არა გაქცეული სააკაშვილის"
"ვინ იქნება უკრაინის ან საქართველოს ხელისუფლებაში, ხალხის გადასაწყვეტია და არა გაქცეული სააკაშვილის"
"ოპოზიცია დიდხანს გვაშინებდა დასავლეთის სანქციებით. სინამდვილეში ჩვენ მივიღეთ არაერთი მაღალი რანგის სტუმარი, ასევე ჩვენი დასავლელი მეგობრების ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა",­ - ასე აფასებს ამერიკელი სენატორების ვიზიტს საქართველოში ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე.

- თუ ოპოზიციას სურს ვინმე დააჯეროს, რომ ამერიკელმა სენატო­რებმა არ იცოდნენ, აქ რა ხდება და ამბის გასაგებად­ ჩამოვიდნენ, ძალიან გულუბრყვილონი ყოფილან. სენატორებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს ორპარტიული მხარდაჭერა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც, შეახსენეს, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობა ამერიკის
ინტერესებშია. თქვენ ასევე იცით, რომ გვსტუმრობდა უკრაინის პრემიერი, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა იმ ისტორიული მეგობრობის განახლებას,­ რაც რამდენიმე წლის წინ გაქცეულმა სააკაშვილმა საგრძნობლად დააზიანა.

- "გაქცეული სააკაშვილი" ამბობს, რომ აქტიურად ჩაერევა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ რეფერენდუმში, უხელმძღვანელებს კამპანიას, რომელიც "მოაშორებს საქართველოდან ამ ხელისუფლებას" და ამ
საკითხში ვერავინ ვერაფერს უკარნახებს. ის ამ განცხადებით გამოეხმაურა სწორედ უკრაინის პრემიერ დენის შმიგალს, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინის საკონსულტაციო ორგანოში ერთ-ერთ თანამდებობაზეა­ და ხელისუფლებას რეფორმების გატარებაში­ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, თუმცა ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე, მით უმეტეს, უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკაზე.
- ჩვენ კარგად ვხედავთ ვინ არის ამ ქვეყანას მოშორებული. ჩვენ ასევე კარგად გვაქვს ნანახი მისი "გაკეთებული საქმეები" საქართველოშიც და უკრაინაშიც. თუ ამაყობს იმით, რომ უკრაინასა და საქართველოს მეგობრობას ზიანი მიაყენა, ეს მართლაც ასე იყო. თუმცა სასიხარულოა, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ძველ ნიშნულს უბრუნდება. ჩვენი პარტნიორებისგან ვიცით, რომ სააკაშვილი ახლა უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული და ახლა მათთვის ცდილობს პრობლემების შექმნას, ვინ იქნება უკრაინის ან საქართველოს ხელისუფლებაში, ეს ხალხის გადასაწყვეტია და არა გაქცეული სააკაშვილის.

- ირაკლი კობახიძემ სააკაშვილი-გახარიას­ სავარაუდო შეთქმულებაზე ისაუბრა: მელიას­ დაკავების წინ ოპოზიცია ალტერნატიული მთავრობის შექმნას გეგმავდა და ეს ინფო­რმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები­ გაუჩნდათ". ასეთია ვერსია მანამდე ანალიტი­კოსმა მამუკა არეშიძემაც განავრცო... ამ ბრალდებაზე გამოძიებას ითხოვს გახარიას გუნდი...
- საუბარია უცნაურ დამთხვევებზე. 18-19 თებერვალს სააკაშვილი თურქეთში იყო. სხვათა შორის, თავის დროზე მისი თანამებრძოლი­ ლევან ვარშალომიძეც თურქეთის გავლით, სარფიდან შემოვიდა იმის სადემონსტრაციოდ, ვითომ იქ ბევრი ხალხი­ დახვდა. ხალხი ნამდვილად დახვდა, მაგრამ ფეხსაცმელების სროლით... სამი თვეა გახარია თანამდებობიდან გადადგა და რეალური მიზეზი კიდევ არ ვიცით. ჯერ თქვა, რომ მელიას არ დაჭერა არ სურდა, მერე ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ მანამდეც უნდოდა წასვლა... არც ერთი ვერსია არ არის დამაჯერებელი. მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი - ის თანამდებობიდან გადადგა გუნდისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში.

ძალიან კარგია, გახარიას გუნდის წევრები გამოძიებას რომ ითხოვენ, მაგრამ სანამ მათი ლიდერი გამოძიებას უპასუხებს,­ იქნებ ამომრჩევლის კითხვებს უპასუხოს.

ხათუნა ბახტურიძე
ქართველი
11 ივნისი 2021 10:15
ბატ, ირაკლი.სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით თუ ნამახვანგესის პროექტს არ გააუქმებთ არჩევნებამდე არა თუ 53% არამედ 30%-ის აღებაც გაგიჭირდებათ,ძალიან გთხოვთ ეს გაითვალისწინეთ თორემ მერე გვიან იქნება.

რუბრიკის სხვა სიახლეები