"ვნახე დანგრეული ცხოვრება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია" - რა განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა საოკუპაცო ხაზზთან? - კვირის პალიტრა

"ვნახე დანგრეული ცხოვრება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია" - რა განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა საოკუპაცო ხაზზთან?

სამწუხაროდ, მე აქ ვნახე დანგრეული ცხოვრება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის და ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიების მონახულებისა და ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

ლიეტუვის პრეზიდენტის პირის განცხადებით, ადგილობრივებთან საუბრისას ნათელი გახდა, რომ ისინი მოკლებულები არიან ისეთ შესაძლებლობებს, როგორიც არის თუნდაც პენსიის მიღება, წყალმომარაგება ან სკოლებთან წვდომა.

როგორც გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს საკითხი ხშირად უნდა დადგეს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმასა და კონფერენციაზე დღის წესრიგში, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული.

"ჩვენ აქ იმის სათქმელად მოვედით, რომ ლიეტუვა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ნახვა თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორი არის ვითარება, მათ შორის, ჰუმანიტარული მიმართულებით. სამწუხაროდ, მე აქ ვნახე დანგრეული ცხოვრება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის და ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა. მე აქ დავინახე, რომ ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობებს, მათ არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პენსია ან ჰქონდეთ წყალმომარაგება, წვდომა სკოლებთან შეზღუდული და გართულებულია. ჩემი უკანასკნელი კითხვა ადგილობრივებთან საუბრისას იყო თუ რაზე ოცნებობენ ისინი და იცით რა იყო მათი პასუხი ?! ისინი ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე. ისინი ოცნებობებენ მათ სახლებზე. ეს არის მიზეზი, რატომ უნდა ვიბრძოლოთ ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობების შესაქმნელად, რათა მათი ოცნება ახდეს და მათ შეძლონ საკუთარ სახლებში დაბრუნება. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩავდოთ ყველანაირი ძალისხმევა, რომ წამოვწიოთ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე, კონფერენციებზე რომ ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ არის და აღნიშნული ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ შევცვალოთ არსებული ვითარება და ვიბრძოლოთ ამ ადამიანებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"