რა წერია ფურცლებზე, რომლებიც პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას, სამოქალაქო აქტივისტებმა დარბაზში გადაყარეს - კვირის პალიტრა

რა წერია ფურცლებზე, რომლებიც პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას, სამოქალაქო აქტივისტებმა დარბაზში გადაყარეს

პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სამოქალაქო აქტივისტებმა მამუკა ჯუღელმა და ქრისტინა ჭელიძემ სხდომათა დარბაზში ფურცლები გადაყარეს. ფურცლებზე წერია - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?"

სასესიო დარბაზში გადაყრილ ფურცლებზე ასევე მითითებულია აქციის შესახებ, რომლის გამართვაც 13 ივნისს, პარლამენტთან იგეგმება. როგორც მათ განაცხადეს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობას პარლამენტის წევრებმა პასუხი უნდა გასცენ.

"სახელწიფო არის სრულიად უუნარო პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვერ ახდენს რეაგირებას. სამწუხაროდ, სხვა ფორმა მათ არ ესმით", - განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

აქტივისტებს პლენარულ სხდომათა დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს.